როდიდან იქნება 5 ევროიანი ფრენები ევროპის მიმართულებით

0
281

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” არ ადასტურებს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში ამ ეტაპზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს” – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.

“იმედი გვაქვს კომპანიას ფრენები ბევრი მიმართულებით ექნება და ქართველები უკვე ვიზის გარეშე შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას, რისი ფასიც 5 ევროდან დაიწყება. ველოდებით ირლანდიური კომპანიის ოფიციალურ განმარტებს”,-წერდა გამოცემა geolowcost.com

კომენტარები გამორთულია