რუსთაველი სპორტსმენის მორიგი წარმატება

0
222

რუსთაველი სპორტსმენის მონიკა არქანიას მორიგი წარმატება  კიკბოქსინგში. ბაქოში გამართულ აზიის პირველობაზე, მონიკამ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ქამრის მფლობელი გახდა.

როგორც რუსთაველმა სპორტსმენმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამი შეხვედრიდან ორი გაუჭირდა, თუმცა მესამე ნოკაუტით მოიგო და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შეჯიბრზე, ირანელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და დაღესტნელი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.

ამჯერად არქანია მორიგი ასპარეზობისთვის ემზადება, რომელიც ერთ თვეში ჩატარდება და  მის ასაკთან შედარებით დიდი წლოვანების სპორტსნებეს შეხვდება. მონიკას თქმით შეჯიბრისთვის მწვრთნელთან ერთად ემზადება.

შეგახსენებთ რომ მონიკა საქართველოს თასის მფლობელი, ორგზის კავკასიის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და მსოფლიო თასის სერიის ჩემპიონია.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია