,,რუსთავი გუშინ, დღეს და ხვალ’’ – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

0
436

,,რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი’’ იწყებს ახალ კონკურსს ,,რუსთავი გუშინ, დღეს და ხვალ’’.
როგორც ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრში აცხადებენ, კონკურსის მიზანია: რუსთაველმა ახალგაზრდებმა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით.
კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს პრეზენტაცია PowerPoint-ში გაკეთებული (ფოტო მასალითა და ინფორმაციით დატვირთული). მონაწილეებმა აგრეთვე უნდა მოგვაწოდონ Word-ში აკრეფილი ინფორმაცია არანაკლებ 2 გვერდისა შესაბამის თემაზე. მონაწილეს მოუწევს თავისი პრეზენტაციის წარდგენა კომპეტენტურ ჟიურისთან წინასწარ დაგეგმილ დღეს. პრეზენტაციაში ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის თუმცა თქვენს მიერ პრეზენტაციის წარდგენა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 5-7 წუთისა.
1) რუსთავის წარსული:
ისტორია, სიძველეები, კულტურული ძეგლები, ინდუსტრიული ქალაქი.
2) თანამედროვე რუსთავი:
სკვერები, კულტურული დაწესებულებები, ბარები-კაფეებიი, გასართობი ცენტრები,პერიფერიები.
3) მომავლის რუსთავი:
რა გინდათ რომ იყოს მომავლის რუსთავში რაც დღეს არაა.. და როგორ გესახებათ ის.
კონკურსის პირობები:
1. თქვენ არ ხართ შეზღუდული კრეატივში!
2 . საკონკურსო პრეზენტაცია PowerPoint-ში გაკეთებული და მიბმული Word-ფაილი.
უნდა გამოგზავნოთ email-ზე rustaviyouthcentre@yahoo.com
Email-ში მიუთითეთ თქვენი –
სახელი:
გვარი:
ტელეფონის ნომერი:
Facebook-ის პროფილის მისამართი:
3. ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პრეზენტაციის გამოგზავნა.
4. მიღება დაიწყება 13 მარტს და გაგრძელდება 8 მაისამდე.
5. კონკურსში მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 31 წელს.
6. განიხილება ყველა გამოგზავნილი პრეზენტაცია კომპეტენტური ჟიურის მიერ.
კონკურსის გამარჯვებული:
გამოვლინდება სამი გამარჯვებული
გამარჯვებული, რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური ჟიური

I ადგილი 500 ლარიანი ვაუჩერი წინასწარ შერჩეულ მაღაზიაში
II ადგილი 300 ლარიანი ვაუჩერი წინასწარ შერჩეულ მაღაზიაში
III ადგილი 200 ლარიანი ვაუჩერი წინასწარ შერჩეულ მაღაზიაში.

 

კომენტარები გამორთულია