13 – 19 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

0
232

13 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.
14 – 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.

კომენტარები გამორთულია