„სოკარ ჯორჯია გაზმა“ გაზდანადგარების შემოწმება დაიწყო

0
161

კომპანიის წარმომადგენლება შემოწმებები მე-18 და მე-19  მიკრორაიონიდან დღეს დილიდან  დაიწყეს და მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა აბონენტის შეწმება მოხდება.

პროცესის მიმდინარეობისას ყველა მოწყობილობა, რომელიც წესების დარღვევით არის დამონტაჟებული დაილუქება და მომხმარებელს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცემა.

ბოლო დროს რუსთავში CO-თი ინტოქსიკაციის შემთვევევების მომატებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი 12 მარტს გუბერნატორისა და ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსთავში ინტოქსიკაციის 130 მდე შემთხვევა დაფიქსირდა,  8 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები გამორთულია