რა ცვლილებები შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

0
116

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა.

დეტალების შესახებ ამ წუთებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.

მინისტრის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად.

 

კომენტარები გამორთულია