როგორ მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მოწყობილობების შემოწმების პროცესი

0
109

რუსთავში CO-თი ინტოქსიკაციის შემთვევის მომატებასთან დაკავშირებით გაზის მოწყობილობების შემოწმება რამდენიმე დღეა დაიწყო. „ტელეგრაფი” დაინტერესდა რა მდგომარეობაა ქალაქში და როგორ მიმდინარეობს შემოწმების პროცესი.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ შემოწმებული გაზდანადგარების უმეტესი ნაწილი წესების დარღვევით არის დამონტაჟებული.

„ამ დროისთვის სულ 533 ოჯახში ვიყავით, საცხოვრებელი სახლები სადაც ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზების გამო შესვლა 259-ს შეადგენს. შემოწმებული არის 280 ბინა აქედან 181 გაზის მოწყობილობის ჩასხნა მოხდა. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით იმ მისამართებს სადაც შესვლა ამ ეტაპზე ვერ შევძელით შემოწმება“.

„ტელეგრაფის” ინფორმაციით, შემოწმებების დროს კუსტალურად დამონტაჟებული მოწყობილობების  დალუქვის მიუხედავად, მოსახლოების უმეტესმა ნაწილმა გაზდანადგარების გამოყენება ისევ დაიწყო.

კომოპანიას მივმართეთ კითხვით რა მოხდება ასეთ აბობენენტებთან მიმართებაში. როგორც სოკარ ჯორჯია გაზის საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქოიავა ამბობს –  „ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე შემოწმებულ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევამოწმებთ.“

მოსახლოების ის ნაწილი, რომლებიც დალუქული მოწყობილობის გამოყენებას ისევ აგრძელებენ, ამბობენ რომ ახალი გაზდანადგარის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, საფრთხის მიუხედავად, ძველი მოწყობილობის გამოყენებაზე უარს ვერ იტყვიან.

მოგვცემს თუ არა რეალურად გაზის მოწყობილობების შემოწმება შედეგს უცნობია, ფაქტია რომ  წყალგამათბობლების დალუქვის მიუხედავად მოსახლოება მათ გამოყენებას მაინც აგრძელებს.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია