რუსთაველი პორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

0
526

რუსთაველი პორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ტელეგრაფის ინფორმაციით, გიორგი ამ ეტაპზე რეანაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც მისი მეუღლე, ნანა ტაბატაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, 11 მარტიდან გიორგი რეანიმაციაში წევს.

„გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შაბათის შემდეგ რეანიმაციაში წევს. ექიმები დაზუსტებით ვერაფერს მეუბნებიან. ფილტვის ორმხრივი პნევმონია აქვს, არის ხელოვნურ სუნთქვაზე, ძილის რეჟიმში. მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.” შეგახსენებთ, გიორგი არის არნოლდ კლასიკ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი და 2015-2016 წლების ესპანეთის გრან-პრის გამარჯვებული ექსტრემალურ ძალოსნობაში, ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, მათ შორის პროექტ “ნიჭიერში”.

ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს, დახმარების მსურველებს შეძლიათ თანხა გადარიცხონ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე: GE16BG0000000152627500 ნანა ტაბატაძე (მეუღლე) პირადი ნომერი: 35001013828 ტელ: 557 907305.

კომენტარები გამორთულია