საქართველოს მთავრობა  სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგიას წარადგენს

0
195

ამ წუთებში საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა  საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

ღონისძიებას ესწრება ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი.

კომენტარები გამორთულია