,,ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” სამუშაო დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს

0
194

ამ წუთებში ,,ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” სამუშაო დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი რუსთავის  მერიის პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” ფარგლებშია მომზადებული.

„ეს არის დოკუმენტი 2017-2021 წლების, მისი ძირითადი მიზანი არის ის რომ გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა, თვითმმართველობის პროცესებში. დოკუმენტში არის ის მექანიზმები აღწერილი თუ როგორ უნდა გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა, რა აქტივობები უნდა განახორციელოს რუსთავის თვითმმართელობამ, რა სესურსები არის ამისთვის საჭირო, ვისთან უნდა ითანამშრომლოს და როგორი სახით, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში მოქალაქეთა პროცენტი და გამოხატულება უფრო მეტი იყოს ოთხი წლის შემდეგ ვიდრე ეს დღეს არის“ – ამბობს პროექტის დირექტორის მრჩეველი რევაზ ბარბაქაძე.

დღევანდელ შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ პროექტს ქალაქ რუსთავის მერია, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. რუსთავის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში პროექტით – „მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 416 665 ევროს შეადგენს, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია