ვინ ახორციელებს ხეების ჭრას რუსთავის ქუჩებში

0
244

ქალაქის მასშტაბით გადაბელვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აიპი „უზრუნველყოფის“ თანამშრომლები სამუშაოებს თოდრიის ქუჩაზე  აწარმოებენ. როგორც სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა კუპატაძე ამბობს, თებერვლიდან მაისის ჩათვლით სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება. მისი თქმით, ეს არის გეგმიური სამუშაო, რომელიც ყოველ წელს ხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ გადაბელვის სამუშაოების გამო, მოსახლეობის ნაწილს გარკვეული პროტესტი უჩნდება, ეს არის აუცილებელი სამუშაოები, რომელიც სრულიად კანონიერად და  წესების შესაბამისად ხორციელდება.”- აცხადებს კუპატაძე.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია