შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

0
169

შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტულ კომპლექსში გამართულ ასპარეზობას დაესწრო, სადაც მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა აზიდვებში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. შს მინისტრის მოადგილემ სპორტსმენს წარმატება პირადად მიულოცა.

შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილებას ხელმძღვანელმა 37 წლის სოსო ხუციშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და შებრუნებულ ცალ ხელზე 60 წამში 82 მოძრაობა შეასრულა. ამით მან მნიშვნელოვანი სხვაობით გადააჭარბა საჭირო რაოდენობას.

ხუციშვილს საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ათზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. მან გასული წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2013 წელს კი ბელფასტში, „პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის“ ჩემპიონი გახდა.

კომენტარები გამორთულია