რუსთავში დასუფთავების აქცია გაიმართება

0
199

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ინიციატივით იმართება. როგორც ორგანიზაციის წევრი და ქვემო ქართლის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს აქციაში, მონაწილეობის მიღება  თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესვულ პირს შეუძლია მასში ჩართვა.

სოლომონ მაისურაძის თქმით ამ ეპატზე მოხდება, საბავშო რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

„აქციაში ჩართულნი არიან მწვანეთა მოძრაობის წევრები, ადგილობრივი მოსახელობა და ქვემო ქართლის სკაუტები. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ატარებს მსგავსი სახის აქციებს ქვემო ქართლსა და არა მარტო, საქართველოს სხვა რეგიონებშიც.“

დასუფთავების აქცია 22 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები გამორთულია