ფრთხილად, თაღლითები საწვავის ავზთან!

0
327

სოციალურ ქსელში მოქალაქე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევაზე წერს და მოქალაქეებს სიფრთილისკენ მოუწოდებს.

„მივედი “ბენზოკალონკაზე” და ვუთხარი, რომ ჩაესხათ 30 ლიტრი ბენზინი. მე იქვე, სადგურის მაღაზიაში შევედი და რომ გამოვედი ბენზინის ჩასხმა დასრულბული იყო. იმის გამო, რომ შემდეგი მანქანა არ შემეფერებინა ვჩქარობდი და ამასობაში გადამავიწყდა დამეხედა საწვავის ავზის სპიდომეტრითვის…  შუა გზაში აღმოვაჩინე, რომ საწვავის ნიშნული ბევრად ქვემოთ იდგა, ვიდრე უნდა მდგარიყო, მივხდი, რო “დამაგოიმა” და ეს ის შემთხვევაა რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს. მოკლედ, დავრეკე კომპანიის სათაოში, ცოტა ხანში კომპანიის მენჯერმა დამირეკა და ყველაფერი გამომკითხა, მოვუყევი. მითხრა, რომ მას ჰქონდა გადამოწმების ორი ბერკეტი და ორივეს გამოიყენებდა. ცოტა ხნის შემდეგ დამირეკა, ბოდიში და მადლობა მომიხადა კომპანის სახელით და მითხრა, რომ თქვენ ხართ ნამდვილად მართალი და ჩვენი თანამშრომელი მოგექცათ თაღლითურადო.” – აცხადებს მოქალაქე.

როგორც ქალბატონი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სურდა, კომპანიამ, რომლის თანამშრომელმაც აღნიშნული თაღლითობა ჩაიდინა, შესაბამისი ზომა მიიღო და ასეთი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.  

კომენტარები გამორთულია