წყალი ბუნებრივი აირის მილებში

0
236

მოქალაქემ შეცდომით წყლის მილი ბუნებრივი აირის მილზე დააერთა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ამჯერად ფაქტი მე-16 მიკრორაიონში დაფიქსირდა. მომხდარის გამო კორპუსს, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება, რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდათ.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა რატომ გახშირდა მსგავსი შემთვევები და რა პოზიცია აქვთ, „სოკარ ჯორჯია გაზში”. კომპანიის საავარიო საექსპლუატაციო სამსახურის ხელმძღვაელი ჩვენთან მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები. სამწუხაროდ ადრეც გვქონდა მსგავსი ფაქტები და ახლაც ძალიან ხშირია. ეს არის მობინადრეების უპასიხისმგებლოობა. წყალ  გამათბობლებს არაკომპეტენტური ხელოსნები აკეთებენ, სწორედ ეს არის მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ზარალი რომელსაც ეს მოსახლოება კომპანიას აყენებს დიდია. მოხდა ამ მრიცხველების მოხსნა, გაწმენდა და თავიდან დაყენება. გააჩნია ასევე რა რაოდენობით არის წყალი შეშვებული. მაიაკოვსკის ქუჩის შემთხვევაში საკმაოდ ბევრი წყალი იყო სისტემაში, ამიტომ დაგვჭირდა შემდუღებელი. მოხდა მილებიდან წყლის გამოდევნება, ეს საკმაოდ რთული პროცესია. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს მე-16 მიკრორაიონშიც“ – ამბობს გიორგი ქოიავა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, არის თუარა კომპანიის მხრიდან სანქციები ასეთ შემთვევებთან დაკავშირებით. ქოიავას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა რთულია იმ პიროვნების მოძებნა, ვინც გამათბობელი წესების დარღვევით დაამონტაჟა, ვინაოდან ამას არავინ აღიარებს. ჩვენ აუცილებლად შევალთ ყველა ოჯახში და მოხდება ასეთი მოწყობილებების დალუქვა. კონკრეტული სანქციები კი კომპანიას მობინადღეების მიმართ ამ შემთხვევაში არ გააჩნია.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია