რუსთავში 19 მარტს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

0
1122

რუსთავში 19 მარტს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ტელეგრაფის ინფორმაციით ცეცხლის გაჩენა ვაგონში სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

ჩვენ იმ კომპანიის ხელმძღვანელს დავუკავშირდით, რომელიც ვაგონს სამშენებლო ტექნიკის საწყობად იყენებდა. სერგო ზაზაძე ამბობს რომ, ხანძრის მიზეზი შესაძლოა სიგარეტი გამხდარიყო.

„ჩვენ ტერიტორიაზე კამერები გვიყენია. როგორც ჩანაწერში ჩანს ვაგონში კვამლი დგება, ამ დროს კი ნათურა ანათებს, აქედან გამომდინარე ცეცხლის მიზეზი ელექტრო სადენების ბრალი არ შეიძლება იყოს. მოგვიანებით ოთახში ცეცხლის ალი გაჩნდა. ახალგაზრდა რომელიც ჩვენი ახალი თანამშრომელი იყო, ორ დღეში მუშაობას სხვაგან იწყებდა. ძალიან ვწუხვართ მომხდართან დაკავშირებით.“

როგორც ირკვევა, კომპანიას მატერიალური ზარალიც მიადგა. ზაზაძეს თქმით, ტერიტორიაზე სამი სასაწყობო ვაგონი იყო, სადაც სამშენებლო მასალებთან და ტექნიკასთან ერთად სხვადასხვა დოკუმენტაცია ინახებოდა.

შეგახსენებთ რომ რუსთავში ქვის საამქროს ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია