საქართველოს ტერიტორიაზე სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობით საკითხებზე საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ

0
217

საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ დეპუტატები ,,არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობით საკითხებს, ასევე, არქიტექტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობას. მოცემულია არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, რომელიც მოიცავს საერთო დებულებებს, ტერმინთა განმარტებებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სუბიექტების, ობიექტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ობიექტების ჩამონათვალს, ბუნებრივი და ტექნოგენური, ანთროპოგენური ზემოქმედებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, დასახლებების უზრუნველყოფის რეგულირებას ინფრასტრუქტურის ობიექტებით და მათთვის მისაწვდომობის პირობების შექმნას, ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობის საკითხს არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და მშენებლობის საკითხების განხილვაში, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობით დაკავებული სუბიექტების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, საავტორო უფლებებს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობით ნაწარმოებზე, საქართველოს მთავრობის, რწმუნებული სახელმწიფო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, უსაფრთხოების მოთხოვნებს შენობა-ნაგებობისა და საშენი მასალის მიმართ, სახელმწიფო ნორმატიული დოკუმენტების სახეობებს, განაშენიანების წესებს, არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლს, სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი კადასტრის წარმოებას. საკანონმდებლო წინადადებაში შემოთავაზებულია ტერიტორიების განაშენიანების და განვითარების ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების საკითხები, საქართველოს ტერიტორიის ორგანიზაციის გენერალური სქემა, ტერიტორიული განვითარების რეგიონთაშორისი სქემები, ტერიტორიების ქალაქმშენებლური დაგეგმვის კომპლექსური სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური სქემები, ტერიტორიის ზონირება, ქალაქმშენებლობითი პროექტები, არქიტექტურული პროექტი, მშენებლობის პროექტი, პროექტების ექსპერტიზა, მშენებლობის პროცესის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, მენარდის შერჩევის პროცედურები, ძირითადი მოთხოვნები მშენებლობის პროცესისადმი, ობიექტების ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა, მშენებლობის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი.

კომენტარები გამორთულია