ძლიერმა ქარმა რუსთავში ინფრასტრუქტურა დააზიანა და ხეები წააქცია

0
483
ფოტო არ ასახავს დღევანდელ შემთხვევას

ძლიერმა ქარმა რუსთავში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ორი ხე წაიქცა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სკვერში.

ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. ყველაზე რთული ვითარება იყო მაიაკოვსლის ქუჩაზე,  #21 საცხოვრებელ შენობას ქარმა სახურავი ახადა. ადგილზე ქალაქის მერიც იმყოფებოდა.

შექმნილია სპეციალური კომისია, მოხდებ ზარალის დათვლა და შეკეთდება ყველა საცხოვრებელი სახლი სადაც დაზიანება დაფიქსირდა.

კომენტარები გამორთულია