მარნეულში პრემიერ მინისტრს ელოდებიან

0
79

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და საზეიმო კონცერტით დასრულდება 17:00 საათზე.

ღონისძიება გაიხსნება სახალხო სეირნობით, სადაც მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, როგორიც არის: აზერბაიჯანული და ქართული ეთნოკუთხეები, აზიური და “ჩაის სახლის” პავილიონები, ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული სამუშაოების ამსახველი ფოტო–გამოფენა, ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები, საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრების, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების,  მარნეულის საკონსერვო ქარხანის პროდუქციის, კომპანია „Barambo“–ს პროდუქციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო–ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენები.

გამოფენის პარალელურად, 11:00–დან 13:00 საათამდე მოეწყობა სპორტული ასპარეზობები: ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, ასევე მოეწყობა ეთიბარ ელჩიევის – ადამიანი მაგნიტის შოუ.
12:10 საათიდან– 12:25 საათამდე დაიწყება თეატრალიზებული წარმოდგენა – გოგონა „გაზაფხულის“ შემოსვლა, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით სპეციალურად წინასწარ მომზადებულ 4 მცირე სცენაზე. წარმოდგენა, გულისხმობს ბუნიაობის დაწყებამდე ოთხი სამშაბათის ზეიმს (სუ ჩერშენბე ახშამი, ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ტორპაგ ჩერშენბე ახშამი და ახირ ჩერშენბე ახშამი) თითოეული სამშაბათი, დედამიწის სტიქიას განასახიერებს, რომელიც დასრულდება გოგონა „გაზაფხულის“ და ყვავილების ცეკვით ცენტრალურ სცენაზე.

ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსი და სხვა მოწვეული სტუმრები. მარნეულში ელოდებიან პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
დღესვე გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ კი აინთება ტრადიციული კოცონი.

 

კომენტარები გამორთულია