პარასპორტსმენი გოგონების წარმატება მსოფლიო თასზე

0
254

ირმა ხეცურიანის და ნინი თიბილაშვილის წარმატება მსოფლიო თასზე იტალიაში

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა!

ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.

ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ნინი თიბილაშვილიც.

კომენტარები გამორთულია