რუსთავსა და მარნეულში საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ

0
144

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე ნოდარ დალაქიშვილს და ნურდან მახმუდოვს ქალაქ რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში 4 მ3 მუხის და რცხილას სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია