„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები შედის

0
485

პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებზე I მოსმენით იმსჯელებენ, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრამდე კანონის ამოქმედების ვადის გადაწევას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 1 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიიზაციის პროცესი.

წარმოდგენილი ცვლილებით ხდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად იცვლება თარიღი იმ გარდამავალ რეგულაციებში, რომელიც საქართველოს მთავრობასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უდგენს ვალდებულებას ამ თარიღამდე მიიღოს/გამოსცეს განსაზღვრული ნორმატიული აქტები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით თითოეულმა მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

კომენტარები გამორთულია