რუსთაველმა მოკრივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

0
79

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში ევროპის 22-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატზე საქართველო ორმა მოკრივემ ასახელა მათ შორის რუსთაველმა ლაშა გურულმა და თბილისელმა ესკერხან მადიევმა. ამ უკანასკნელმა 69 კილო წონით კაეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. გურულმა კი 64 კილოში იბრძოლა და 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ასპარეზობას მან რუსი, ნორვეგიელი, რუმინელი და ესპანელი მოკრივეები ჩამოაშორა. ფინალში გურული ინგლისელ ლუკ მაკკორმიკის დაუპირისპირდა, რუსთაველმა მოკრივემ თავდაუზოგავად იბრძოლა თუმცა ოქროს მედლის დათმობა მოუწია და ვერცხლს დასჯერდა. ლაშა გურული საქართველოში დღეს დაბრუნდება.

წყარო: ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი”

კომენტარები გამორთულია