შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სატენდერო სისტემა გათიშულია

0
96

21 მარტს საღამოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემა გაითიშა. ამ დრომდე არ არის წვდომა რესურსზე tenders.procurement.gov.ge

„ტელეგრაფი” სააგენტოს ცხელ ხაზს დაუკავშრდა, სადაც აცხადებენ, რომ საიტი მუშაობს დღის განმავლობაში განაახლებს, თუმცა ზუსტი დრო არ იციან.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.

„სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2017 წლის 22 მარტს დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე ელექტრონულ შესყიდვებში, რომლებშიც 2017 წლის 22 მარტს მთავრდებოდა წინადადებების მიღების ვადა, წინადადებების მიღების დასრულების ვადა გადაიწევს 2017 წლის 23 მარტს, შესაბამის დროს.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია