ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის აღდგენა მოხდა

0
111

ეკლესია მდებარეობს ახკერპის წყლის მარცხენა მხარეს მოვაკებულ ადგილას, ნასახლარში, თამარის ხიდთან (ძველ საქარავნო გზაზე).

დრომ და ისტორიულმა გარემოებამ ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ხეების ფესვები სახურავში და კედლებში ქმნიდა ნგრევის საშიშროებას, ინტერიერში აყრილი იყო იატაკი, ჩამონგრეული იყო დასავლეთის კედლის ფრონტონი და კამარის ნაწილი, ხოლო თვითონ კამარა საყრდენი კედლის გარეშე იყო დარჩენილი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” ხელშეწყობით ნანგრევებად ქცეული ნაგებობის რეაბილიტაცია განახორციელა და დღეს იგი მთლიანად არის აღდგენილი,კერძოდ – ეკლესიის კედლები გასუფთავდა ფესვებისაგან და მიწისაგან, ფასადის მთელ პერიმეტრზე გადაეწყო მორყეული ქვები, გადაყვანილ იქნა კამარა კირ-დუღაბის ხსნარზე, საკურთხეველში დაიდგა ტრაპეზის ქვა.

პროექტის ავტორი: ქეთევან ჩიხაძე.
შემსრულებელი: შპს “ბიჯი +”

კომენტარები გამორთულია