გარდაბანში მცხოვრებ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0
203

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გარდაბანში მცხოვრებ ფერმერებს პირადად შეხვდნენ და მსოფლიო მეცხოველეობის დღე მიულოცეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე ინტერაქტიური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სახელმწიფოს მიერ სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება განახვილდა აგრეთვე ვეტერინარიის, მეფრინველეობის, მეაბრეშუმეობის და მეთევზეობის მიმართულებით არსებულ ინოვაციებსა და საჭიროებებზე. ფერმერებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს.

კომენტარები გამორთულია