დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

0
196

ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია,  ეს ის საკითებია რომელზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის EWMI access-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ძირითადი თემა სწორედ დაგეგმილ სამოქალაქო აქტივიზმს და მის შედეგებს ეხებოდა. შეხვედრას სპეციალურად მოწვეული ექსპეტები და სამოქალაქო აქტივისტები უძღვებოდნენ. პრეზენტაციის ბოლოს მოხდა დამსწრე საზოგადოების შეხედულებების და მათი გამოცდილების გაზიარება. შეხვედრების მიზანს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების “არმატებული სტრატეგიების გაცნობა, ასევე თბილისის და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების “წარმომადგნლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად „საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარების“ ფარგლებში იმართება.

კომენტარები გამორთულია