რუსთავის ბაგა-ბაღებიდან ამოღებული ხორცი შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადაიგზავნა

0
815

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში დღეს სპეციალური შემოწმებები ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების თანამშრომლებმა გაერთიანების მოთხოვნით რუსთავის ყველა ბაღში ხორცპროდუქტები შეამოწმეს. როგორც სამსახურის ხელმძღვანელი „ტელეგრაფთან” საუბრისას აცხადებს, მოხდა აღნიშნული პროდუქტის დალუქვა.

„ მოგვმართეს ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან, რადგან მომხდარიყო ხორც-პროდუქტების შემოწმება. ვნახეთ ხორცის პარტია. ჩვენმა თანამშრომლება დალუქეს პროდუქტი და უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში. რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი იყო თუ არა  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. აღსანიშნავია, რომ ამ პარტიიდან მენიუში ხორცი არ მოხვედრილა. ამიტომ მოწამვლის საშიშროება არ არსებობს.“

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით, შემოწმება საეჭვო ხორც- პროდუქტების შემოტანამ გამოიწვია. სწორედ მისი მოთხოვნით მოხდა სურსათის შემოწმება.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია