რუსთავში ტყე-პარკის ტერიტორიაზე სარწყავი მილის რეაბილიტაცია ხორციელდება

0
249

რუსთავში, მარის არხის დასახლების მიმდებარედ, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ სარწყავი მილის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამელიორაციო სისტემა, რომლითაც კეთილმოწყობის სამსახურის სანერგე მეურნეობა სარწყავი წყლით მარაგდებოდა, ამორტიზებული იყო.
რეაბილიტაციის პროცესს, დღეს ადგილზე ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“ ხელმძღვანელი ზაზა კუპატაძე გაეცნო.
სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.

კომენტარები გამორთულია