ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა

0
323

რუსთავში, XI მიკრორაიონში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარე 179 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საკუთრების უფლებით, 8 950 ლარად, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის უფლება, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიენიჭა. საქართველოს მთავრობის განკარგულება 2017 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში აღნიშნული უნივერსიტეტი გასული წლის 6 ნოემრებს გაიხსნა. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი პირველ ეტაპზე მხოლოდ უცხოელი სტუდენტების მიღებას გეგმავს. სამომავლოდ კამპუსში სწავლასა და ცხოვრებას ქართველი სტუდენტებიც შეძლებენ. ახალი კამპუსის ტერიტორიაზე დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის ფილიალის გახსნაც იგეგმება.  რუსთავში მდებარე კამპუსში, რომელიც 400 სტუდენტზეა გათვლილი, ერთად იქნება მოთავსებული სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი ოთახები და სპორტული მოედნები.

კომენტარები გამორთულია