რუსთაველი ილუსტრატორი ბოლონიის საბავშო წიგნის ფესტივალზე მიემგზავრება

0
399

ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალი ყოველწლიურად 1963 წლიდან იმართება და წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვან საერთაშორისო ბაზრობას. საქართველო კი უკვე მეორე წელია, რაც აღნიშნულ ფესტივალზე იღებს მონაწილოებას. რუსთაველი ილუსტრატორი ხატია ჩიტორელიძე გასული წლის მსგავსად, ფესტივალზე ამჯერადაც მიემგზავრება.

„ტელეგრაფთან“ საუბრისას ხატია აღნიშავს, რომ ფესტივალი  ძალიან პრესტიჟული და მასშტაბური მოვლენაა ამ სფეროში.

„ილუსტრატორებს და მენეჯმენტის ჯგუფს, რომლებიც ვაკეთებდით წიგნის ფესტივალს, გვაქვს ორგანიზაცია და სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით მივდივარ ბოლონიის საბავშო წიგნის ფესტივალზე. ეს ფესტივალი  ძალიან პრესტიჟული და მასშტაბური მოვლენაა ამ სფეროში. წელს მე პირადად ამ გამოფენაზე არ წამროვადგენ ჩემ ნამუშევრებს, მაგრამ დავესწრები კატალოგის პრეზენტაციას, რომელშიც ჩემი ნამუშევრებია შესული. დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, რომლებთანაც არა მარტო წიგნებზე, არამედ მომავალ თანამშრომლობაზეც გვექნება საუბარი. ანუ ამ შეხვედრაზე მე მივემგზავრები არა მარტო ჩემი სახელით, არამედ ქართველი ილუსტრატორების სახელით და მიმაქვს მათი ნამუშევრები. ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ილუსტრატორი“ ასე ჰქვია, მათი ნამუშევრები და წიგნები მიგვაქვს. ასევე ორგანიზაცია „კონტაქტის“ ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. შეხვედრები დაგეგმილია წამყვან გამომცემლობებთან, რომლებთანაც წინა წელს დავიწყეთ მოლაპარაკებები. გვინდა რომ წელს რაღაცნაირად გავაგრძელოთ ეს მოლაპარაკებები.“

ხატია „ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს რომ მისთვის ფესტივალში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე შარშან მოვხვდი ამ ფესტივალის კონკურსზე, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ილუსტრაციის სფეროში. იქ იყო ჩემი გამოფენა, კატალოგში შევედი და სწორედ შარშანვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე გამომცემლობასთან, რომ მომხდარიყო ჩვენი წიგნების გამოფენა. წელს იმედი გვაქვს რომ კონტაქტებს უფრო გავაღრმავებთ. მოგეხსენებათ, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, გერმანიაში ქართულ კულტურას პოპულარიზაცია გაუწიოს, რაც ძალიან დიდი მოვლენაა, საქართველო მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. ამიტომ გვინდა რომ მაგდროისთვის უკვე ჩვენი წიგნები ბევრ ქვეყანაში იყოს გამოცემული და ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში კარგად წარმოვაჩინოთ.“

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე თავს იყრის საბავშვო ლიტერატურაზე ფოკუსირებული ყველა წამყვანი საერთაშორისო საგამომცემლო სახლი. ოთხი დღის განმავლობაში ბაზრობაზე აქტიურად ხდება საავტორო უფლებების გაყიდვა და ყიდვა. ბოლონიის ბაზრობაზე ხდება რამდენიმე წამყვანი ლიტერატურული პრემიის, ისეთების, როგორიცაა ჰანს ქრისტიან ანდერსონის პრემიის და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატების გამოვლენა. წელს ფესტივალი 3-6 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია