სოკოს მოყვანა ხის მორებზე — ექსტენსიური მეთოდი

0
1358

მოკლედ გაგაცნობთ სოკოს მოყვანის ექსტენსიურ მეთოდს. ასეთი მეთოდით სოკოს მოყვანა შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, იაფად, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში. სოკო ითესება ფოთლოვანი ხეების მორებზე.

1. მორებს ვხერხავთ 30-50 სანტიმეტრის სისქის და 20-50 სანტიმეტრი დიამეტრის ნაჭრებად. მიცელიუმს გავშლით თხელ ფენად.

sokos_moyvana_meTodi_00012457689

სოკოს თესავენ ახლად მოჭრილ ხეზე, ან დათესვის წინ მორის ნაჭრებს 24-48 საათის განმავლობაში წყლით ასველებენ (იმ შემთხვევაში თუ ხე ახალი მოჭრილი არ არის).

შემდეგ მათ ათავსებენ სარდაფში ან რაიმე დახურულ სათავსში. ძირში გაუფენენ ნახერხს და ერთმანეთზე დაალაგებენ მორის ნაჭრებს, რომლებზეც წინასწარ არის დატანილი 1-2 სანტიმეტრი სისქის სოკოს მიცელიუმი. ზედა ფენას აყრიან ნახერხს, რომ არ გამოშრეს. უკეთესი იქნება თუ ჰაერს დავატენიანებთ (მაგ: დავასხათ წყალი იატაკზე).

ორი ორნახევარი თვის შემდეგ გამოიტანენ გარეთ და ჩაფლავენ მიწაში 15-20 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისგან, მინიმუმ, 30-35 სანტიმეტრის მოშორებით. ყველაზე დიდ მოსავალს მეორე და მესამე წელს იძლევა. ერთი მორის გადანაჭერიდან შესაძლებელია, საშუალოდ, 10-12 კილოგრამი სოკოს მიღება.

sokos_moyvana_meTodi_0003588884544894784503

2. კუნძის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად შლიან 100-150 გრამ მიცელიუმს. მასზე, ასევე მოხერხილი ზედაპირით ადებენ მეორე კუნძს, რომლის ზევითაც მოხერხილ ზედაპირზე კვლავ თხელ ფენათ შლინ 100-150 გრამ მიცელიუმს და ამგვარად შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე იარუსი. კუნძების გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით  გამზადებულ იარუსებს ახვევენ პოლიეთილენის აბსკში.

3. წყალში დამბალ მორს უკეთებენ ბურღის საშუალებით რამდენიმე ნახვრეტებს. შემდეგ მასში ყრიან მიცელუიმს და ნახვრეტს ლუქავენ ნახრეტის დიამეტრზე ოდნავ მსხვილი ტოტით იგივე ნაირად, როგორც საცობი. ნახვრეტი ასევე შეიძლება დაილუქოს ბაღის მალამოთი ან სკოჩით.

sokos_shua_meTodi_0009222782562422734509

4. მორს მოახერხავენ 2 სმ-ს დისკს მორის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად გაშლიან მიცელიუმს და ზემოდან ადებენ დისკს, რომელსაც აჭედებენ ლურსმნებით

sokos_moyvana_meTodi_00053939303464705

შემდეგ ეტაპზე კუნძები შეაქვთ შენობაში, სადაც ტემპერატურა 15-20 გრადუსია. კუნძები რომ არ გამოშრნენ პერიოდულათ ასხურებენ წყალს, სასურველია ჩვეულებრივი საწამლი აპარატით. ამასთან სასურველი მიკროკლიმატის შექმნის მიზნით კუნძებს აფარებენ პერფორირებული პოლიეთილენის აპსკს.

sokos_moyvana_meTodi_00024950055658509

ამ პირობებში  სოკო კუნძის მერქნის სრულ ათვისებას უნდება 2-2,5 თვე. თუ შენობაში მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ტენიანობას კუნძების ზედაპირზე ჩნდება ჰაეროვანი მიცელიუმის ფიფქის მაგვარი ნადები.

ამის შემდეგ, კუნძები გადაქვთ ბაღის ჩრდილიან ადგილზე. კუნძის 2\3 ფლავენ მიწაში რათა თავიდან აიცილონ გამოშრობა. გვალვების შემთხვევაში აუცილებელია მორწყვაც.

როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 8-14 გრადუსს, კუნძების ზედაპირზე ჩნდება სოკოს  ნაყოფის ჩანასახები, რომლებიც რამდენიმე დღეში ზრდასრულ ნაყოფებად ჩამოყალიბდებიან.

ამგვარი მეთოდებით სოკოს პლანტაცია მოსავალს 3-7 წლის განმავლობაში მოგცემთ.

წყარო: agrokavkaz.ge

კომენტარები გამორთულია