წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნას დაესწრებიან

0
189

2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის სპორტსმენი, მათ შორის ქართველი დავით ქაჯაიაც. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს ქვემო ქართლის  რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ღონისძიებას მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით დაესწრონ წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეები.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბისა თუ მნიშვნელობის ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა საქართველოში. ამ დღისთვის რუსთავს ეწვევა 3000-მდე ტურისტი, ბიზნესმენები და უცხოელი ინვესტორები.

სალომე ფოცხვერაშვილი
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია