კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
431
27, 29 და 31 მარტს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ,,მარანი“, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც 27, 29 და 31 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები გამორთულია