გარდაბანში ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

0
238

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე იოველი ტეფნაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მდებარე სასათბურე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია 1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანა.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია