თბილისში მოდის კვირეული გაიმართება

0
154

19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება. თბილისის მოდის კვირეულის 2017 წლის სეზონზე დაგეგმილია ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების ჩვენებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან. კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების კოლექციებისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, აქტიურად ეხმარება ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას ორი მიმართულებით: ერთი, ეს არის ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება. ჩვენი მეშვეობით არაერთი წამყვანი საერთაშორისო გამოცემა ეწვევა საქართველოს და აქტიურად გაშუქდება როგორც ქართველი დიზაინერები, ასევე საქართველო, თბილისი და სხვადასხვა კულტურული მიმართულებები. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია და მათი ნიჭის ბიზნესში გადატანა მოხდეს“ – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო მყიდველი ეწვევა  და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოხდება ორმხრივი შეხვედრები, კოლექციების გაცნობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი დიზაინერების პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად,  შემოსავლების ზრდას.

თბილისის მოდის კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების, თბილისის მერიის, „მეიდან ჯგუფისა“ და TBILISI MALL-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები გამორთულია