რუსთავის მერიამ სააღდგომო საჩუქრებისთვის ტენდერი გამოაცხადა

0
403

რუსთავის მერიამ, სადღესასწაულო სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სატენდერო ღორებულება 5 979 ლარს შეადგენს.
ტენდერის პირობებიდან გამომდინარე თითოეული სასაჩუქრე პაკეტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ:
• პასკა ქიშმიშით, შეფუთული უნდა იყოს მუყაოს ყუთში- არანაკლებ 750 გრ. – 1 ცალი;
• ნამცხვრების შეფუთული ნაკრები – ნამცხვრები უნდა იყოს შოკოლადის მინანქრით და კაკაოს შიგთავსით – ნაკრები არანაკლებ 150 გრ. – 1 ცალი;
• რძიანი შოკოლადის ფილა თხილით ან/და ქიშმიშით – ერთი ფილა არანაკლებ 90 გრ. – 2 ცალი;
თითოეული საჩუქარი განთავსებული უნდა იყოს მუყაოს პაკეტში, ზომით 50სმX50სმ. (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით). პაკეტების რაოდენობა 547 (ცალი).
წინადადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 30 მარტამდე გაგრძელდება.

სააღდგომო საჩუქრებს მიიღებენ რუსთავიში მცხოვრები მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვეტერანები, მოხუცთა სახლ ქსენონის, შშმ პირთა დღის ცენტრისა და  ,,ქალაქ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის” ბენეციფიარები.

გარდა ამისა, რუსთავის მერია სააღდგომო ნობათით უფასო სასადილოს 1700 ბენეფიციარსაც უზრუნველყოფს.

კომენტარები გამორთულია