რუსთავს წყალი დაანონსებულზე ადრე შეუწყდა

0
352
29 და 31 მარტს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ,,მარანი“, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც 29 და 31 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.
აღნიშნული განცხადება კომპანიამ 27 მარტის გათიშვამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. როგორც რუსთაველები აცხადებენ, ხშირად კომპანიის მიერ გავრცელებული შეტყობინება გათიშვამდე რამდენიმე წუთით ადრე მისდით. სწორედ ასე მოხდა დღესაც, როდესაც მოსახლეობამ ინფორმაცია ტელეფონზე თითქმის 19:00 საათზე მიიღო, სადაც წერია, რომ სასმელი წყლის მიწოდება 19:00 საათზე შეწყდება. მიზეზი სათავე ნაგებობაზე ელექტრო ენერგიის ავარიული გამორთვაა.

კომენტარები გამორთულია