რუსთავში რამდენიმე მისამართზე ხე-მცენარეების დარგვა მიმდინარეობს

0
274

ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე მისამართზე ხე-მცენარეების დარგვა მიმდინარეობს. სამუშაოებს აიპი ,,უზრუნველყოფა“  ატარებს, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფ ზოლში 200 ძირი კვიპაროსის ნერგი ირგვება. სამსახურის ხელმძღვანელის გამარტებით სამუშაოები რუსთავში, უკვე ორი კვირიაა მიმდინარეობს.

„სეზონური სამუშაოების ფარგლებში, ქუთაისის ქუჩაზე 200 ძირი ალვის ხის ნერგი, კულტურისა და დასვენების პარკში პაულონიისა და კაკლის ნერგები, კოსტავას ქუჩაზე კი დეკორატიული მარადმწვანე ბუჩქები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები ირგვება. მთლიანობაში ქალაქის მასშტაბით, 1200 ძირი ხე-მცენარე დაირგვება, გარდა ამისა, მოხდება ყვავილების დარგვაც“ – ამბობს ზაზა კუპატაძე.

აღნიშნული საგაზაფხულო სამუშაოები, აპრილის ბოლოს დასრუდელბა.

კომენტარები გამორთულია