შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიამართა

0
239

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი შიდა ქართლის რეგიონში კახეთისა და შიდა ქართლის სპეციალისტებისთვის გაიმართა. წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, გორის სოფელ კარალეთში, ვაშლის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა.

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპია მოსახლეობის ინფორმირება. ამ მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ბრძოლის მეორე ეტაპი – მონიტორინგი – მავნებლის გავრცელების დადგენაში დაგვეხმარება. აღნიშნულის მიზნით, მსოფლიოში ცნობილი ენტომოლოგები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მესამე ეტაპის – უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა.
სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი გრეგორას კრავჩიკი და პროფესორი ალან შროდერი უზიარებენ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

კომენტარები გამორთულია