ჰაერში ტყვიის შემცველობის რა მაჩვენებელია რუსთავში

0
550

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა  4 ქალაქში ისაზღვრება –  თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

უწყების ინფორმაციით, ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სააგენტოს ინფორმაციით ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3.  რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00017 მგ/მ3).

მათივე ცნობით, ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3.

ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან.წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00016მგ/მ3).

ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3. ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთდონეზე რჩება (2014 – 0.00008 მგ/მ3, 2015  – 0.00009 მგ/მ3).

თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით  ტყვიისკონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არისშემცირებული. 

ქალაქ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება“, _ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები გამორთულია