ამ წუთებში ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს

0
300

ამ წუთებში რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტი მომზადებულია ქალაქ რუთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროქეტის ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, პროქტის თანამშრომლობისა და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ.

შეხვედრას ესწრებიან ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის,  სამოქალაქო სექტორის და მედიის  წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია საზოგადოებისთვის სამუშაო დოკუმენტის გაცნობა  და მასში შემავალი საკითხების დეტალური განხილვა მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით.

შეხვედრის მონაწილეები დისკუსიის დროს შეძლებენ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები დოკუმენტის დასახვეწად. გამოთქმული მოსაზრებები დამატებით დამუშავდება და აისახება სტრატეგიის დოკუმენტში.

პროექტი ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. პროქეტის ხორციელდება  2016-2018 წწ. პროექტს ახორციელებს  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. საერთაშორისო პარტნიორები ნიდერლანდების თვითმმართველობების ასოციაცია (VNG), თვითმმართველობების საერთაშორისო მრჩეველთა ცენტრი (MEPCO)

კომენტარები გამორთულია