დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადება

0
472

„ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიები (საკმაოდ დიდი და ცნობილი) არასწორად ჩატარებული გეოფიზიკური და სეისმური საშიშროების კვლევებით მიღებულ შედეგებს აქვეყნებენ და ამით შეცდომაში შეყავთ ხალხი. არასწორი საინჟინრო რეკომენდაციების საფუძველზე აშენებენ კორპუსებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს. 
ხშირ შემთხვევაში დადებითი რეკომენდაცია გაცემულია არაკომპეტენტური პირის ან/და ორგანიზაციის მიერ. რომელთაც არ აქვთ შესაბამისი აპარატურა, გამოცდილება საჭირო კვლევების ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვეთ მსგავსი დოკუმენტი და ყურადღებით იყავით წარმოდგენილი საბუთების მიმართ, დააკვირდით ვის მიერ არის გაცემული აღნიშნული ტიპის დასკვნა.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა თანამშრომლებმა, ნახეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ვებ გვერდზე წარმოდგენილი რეკომენდაცია, რომლითაც ადასტურებდნენ შესაბამის სტანდარტებს და ამშვიდებნენ მოსახლეობას. მოცემულ ტერიტორიაზე მიღებული შედეგები ეჭვს იწვევდა, ამიტომ რამდენჯერმე, სხვადასხვა თანამშრომელმა სცადა კომპანიასთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება. თუმცა კომპანიის მხირდან იბლოკებოდა ჩვენი თანამშრომლები და დასმული კითხვები რამდენიმე წუთში პასუხგაუცემლად იშლებოდა გვერდიდან. ბოლოს დადასტურდა ჩვენი ეჭვი და მოცემული რეკომენდაცია არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს. სამწუხაროდ ეს კომპანია გამონაკლისი არაა და ხშირ შემთხვევაში ხდება მსგავსი დარღვევა.

 მოგიწოდებთ იყოთ უფრო ყურადღებით და ფრთხილად მსგავსი ტიპის საბუთებთან. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ახლობლებს. დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ვიყოთ ინფორმირებულები და ვიცხოვროთ უსაფრთხო სახლებში.” – ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია