„კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0
315

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეული-თბილისის საავტომობილი მაგისტრალის მიმდებარედ არსებულ მონუმენტს „კიდევაც დაიზრდებიან“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“კიდვაც დაიზრდებიან” მონუმენტის ავტორია მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, ბრინჯაოს ძეგლი მარნეული-თბილისის საავტომობილი მაგისტრალთან 1975 წელს დაიდგა.

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია