რა პროფესიებს ირჩევენ რუსთაველი აბიტურიენტები

0
406

31 მარტის, 18:00 საათზე სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი. 28 მარტის მონაცემებით რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა.

რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღეა, ეროვნულ გამოცდებამდე კი საატესტატო გამოცდები.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს 41 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა მათ რიცხვს საატესტატო გამოცდების შემდეგ, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი გამოაკლდა. საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილთა ზუსტი მონაცემები  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბაზაში არ იძებნება.

მოკლედ, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებამდე წინ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი  სკოლის გამოსაშვები გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი.

მიუხედავად, იმისა რომ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ, უმეტესობა მათგანს რა თქმა უნდა უკვე შერჩეული აქვს რა პროფესიას სურს დაეუფლოს უმაღლეს სასწავლებელში. იმის გასარკვევად, თუ რა რომელი პროფესიებია რუსთაველ ახალგაზრდებში პრიორიტეტული 30 აბიტურიენტი გამოვკითხეთ.

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი, 6 აბიტურიენტი საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს, კომპიუტერულ ინჟინერიაზე, ენერგო ინიჟერიასა და ბიზნესის ადმინისტრირებაზე ოთხ-ოთხი, პოლიტოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, სამედიცინო, მეღვინეობა – ორ-ორი, ხოლო თითო-თითო კვების ტექნოლოგიებსა და ტურიზმის ადმინისტრირებაზე.

გამოკითხული აბიტურიენტების უმრავლესობა პრიორიტეტს კერძო სასწავლებელს ანიჭებს.

(C) Telegraph.ge

 

 

 

კომენტარები გამორთულია