შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი

0
437

რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტები, ყველა გამოცდას, ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, აბიტურიენტებისთვის 2017 წელს გამოცემულ ცნობარს გადავხედეთ.

ცნობარშi გარკვევით წერია, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აპლიკანტები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. ფორმატის ცვლილება წელსაც მხოლოდ ტესტის და (არა პასუხის ფურცლის) ელექტრონულ მიწოდებას ითვალისწინებს. ამ ფორმატის მიხედვით, მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხს კი, ჩვეულებრივ, პასუხის ფურცელზევე მონიშნავს ან დაწერს.

 

 

კომენტარები გამორთულია