ბოლნისში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი გამოცხადდა

0
359

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. მწყნეთის მიმდებარე ტერიტორია, მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა – 3000 მ3/წელიწადში).

ლიცენზიის სარგებლობის ვადა 25 წელია, საწყისი ღირებულება კი 97 ლარი.

) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვაწარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენებისმიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულიაშეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძისმოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვასაშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემისგამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდაეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფსმრიცხველზე ლუქის დადებას;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქულიმრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები(დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო(არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველისჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიისმფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდამოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველისჩვენების აღების საშუალება;
) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ანმისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს საამისოდუფლებამოსილი პირი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილისთავმორთულობის მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და შემოღობვა.
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულისმოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანებისჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემსდასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულისათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელიმოცულობის მითითებით).
) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსითსარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითიკანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებითდადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერდადგენილი მოთხოვნები.

კომენტარები გამორთულია