როგორ მიმდინარეობს ბოლნისში ნარჩენების სეპარირების პროცესი

0
753

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება საუბარი პოლიეთილენის ბოთლების აკრძალვაზე.

ქვემო ქართლის რეგიონი ერთ-ერთი მოწინავეა, სადაც პოლიეთილენის გადამუშავება და ამ მიმართულებით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები უკვე ნაწილობრივ განახორციელეს. კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიდგა სპეციალური ურნები, სადაც ნარჩნების განცალკევება და პოლიეთილენის შესაბამის ურნაში მოთავსებაა შესაძლებელი.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს პროცესი და რამ შეუშალა ხელი პროექტის სისრულეში მოყვანას.

ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თემასთნ დაკავშირებით დეტალურად გვესაუბრა.

“გვქონდა მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტი ნარჩნების მართვასთან დაკავშირებით. ეს ევროკავშირის დაფინასებული ქართულ სომხური პროექტი იყო, რომელიც ახლა დამთავრდა. ამ პროექტის ფარკლგლებში გაკეთდა, სამოქმედო ხუთ წლიანი გეგმა მუნიციპალიტეტისთვის. მოხდა ურნების დადგმა ბოლნისში და მის ახლოს მდებარე სოფლებში. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აღებული. არის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა მუნიციპალიტეტში წლის ბოლოსთვის უნდა იყოს აღნიშნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლნისში გაკეთდა. 2018 წლიდან კი უკვე უნდა მოხდეს სეპარირება. ეს პროცესები გარდაუვალია. მოსახლეობა თანდათან ეჩვევა, სხვათშორის ძალიან დადებითი პოზიცია იყო მოსახლოების 95 პეოცენტი პროცესს გაგებით მოეკიდა” – ამბობს გია დემურაშვილი.

საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი იმ პრობლემებზე საუბრობს რომელიც პროექტის განხორციელების დროს წარმოიშვა.

“სამუწუხაროდ, პროექტში არ იყო ჩადებული პოლიეთილენის დაპრესვა და გადამუშავება. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ დაიდგას პრესი. ამის გარეშე შეუძლებელია რომელიმე გადამმუშავებელმა საწარმომ მიიღოს ეს ბოთლები. დაპრესვის შემდეგ უკვე შეიძლება თბილისში, ან სხვაგან სადმე მოხდეს მათი ჩაბარება. ეს იფქვება და ხდება მისი საზღვარგარეთ გატანა. ამჯერად არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილზე მოხდეს გადამუშავება, ვინაიდან ბოთლებიდან 1000 მეტი დასახელების პროდუქცია იწარმოება და ჩვენთანაც შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. მითუმეტეს, როდესაც ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სეპარაციის პროცესი, დადგება აუცილებლობა მოხდეს ადგილზე გადამუშავება.”

როგორც „ტელეგრაფისთვის“ გახდა ცნობილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეგროვილი ბოთლები ერთ ადგილზე განთავსდება, მანამ, სანამ დაპრესვის საკითხი არ მოგვარდება.

დემურაშვილის ამბობს, რომ გამოცდილება რომელიც ბოლნსს აქვს ახლომდებარე რაიონებმაც უნდა გაიზიარონ.

“უკვე მოხდა მარნეულში რამდენიმე ურნის განთავსება. იქ არის კომპოსტის გადამამუშავებელი საწარმო. ნარჩენები მუშავდება და რამდენადაც ვიცი იქ შეიძლება ჩვენი პრესის განთავსებაც მოხდეს. ამისთვის მოლაპარაკებებია საჭიროა. მარტო ერთი მუნიცპალიტეტისთვის შეიძლება რთული იყოს, ამიტომ ვფიქრობთ მათ ერთობვლივი ღონისძიებები შევთავაზოთ და მოხდეს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ერთობლივი მოსმსახურება.”

გარემოს დავის სამინისტროს ინფორმაციით,  2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება.  2018 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ჯამში აკრძალვაში ექცევა პოლიეთილენის პარკების 40%, ცვლილება არ შეეხება ბიოდეგრადირებად პოლიეთილენის პარკებს.

თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო პოლიეთილენი ასეული წლების განმავლობაში რჩება გარემოში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს (ასეულობით წლების შემდეგ) ის ტოქსინების სახით ხვდება გარემოში, რაც ხდება ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურების მიზეზი. დაშლამდე პოლიეთლენი დიდ ზიანს აყენებს ცოცხალ ბუნებას – მოეფინება ხეებზე, მდელოებზე, ხდება ცხოველების დაღუპვის მიზეზი ან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მსოფლიოში აღიარებული პრობლემაა ერთჯერადი პოლიეთილენის მოხვედრა მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში – მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

ნინო ბერიძე
ბოლნისი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია