რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საერთაშორისო პროექტ ,,ბრილიანტის გამოწვევის“ გამარჯვებულებს ხვდება

0
152

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე ბიუროს ოფისში საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულ რუსთაველ მოსწავლეებს ხვდება და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

შეხვედრა EMT- განათლებისა და მართვის გუნდის, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია სიქასა და #30 საარჩევნო ოლქის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს ინიციატივით იმართება.

,,ბრილიანტის გამოწვევის“ საქართველოს ფინალურ ტურზე ქ.რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა ,,SoapTopia”   გაიმარჯვა. სამი სკოლის მოსწავლისგან შემდგარი გუნდი ერთ უფროსთან ერთად აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდს შეეჯიბრება.

,,ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანი უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს ა.შ.შ. დელავერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში EMT – განათლებისა და მართვის გუნდი. პროექტის სრული პარტნიორია ააიპ სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

შეხვედრას პროექტის გამარჯვებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამარჯვებული გუნდის სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე  და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი ესწრებიან.

კომენტარები გამორთულია