ავტოსაგზაო შემთხვევების საგაგნგაშო სტატისტიკა

0
296

მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია  ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავრცელებს.

მიმდინარეო წლის იანვარ-თებერვალში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 1 277 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 19 ფეხით მოსიარულე იყო. დაშავებული ქვეითების რაოდენობა კი 265 -ს შეადგენს. აღნიშნული თევეების მონაცემებით საქართველოში სულ 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, ავარის გამომწვევი მიზეზები სავარაუდოდ ასე გამოიყურება:

  • მანევრირების წესების დარღვევა
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა
  • გასწრების წესების დარღვევა
  • მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა

ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

კომენტარები გამორთულია